
გიგი უგულავა სამართალდამცველებს, რიგით სპეცრაზმელებს მიმართავს და მოუწოდებს, არ მიიღონ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებას, თუკი ენმ-ს ოფისზე შტურმის მიტანის გადაწყვეტილება იქნება მიღებული - თქვენ შეგიძლია გააჩეროთ ეს შლეგი ხელისუფლება - მიმართავს უგულავა სამართალდამცველებს და მოუწოდებს მიბაძონ გახარიას, რომელმაც სისხლისღვრაზე ამჯერად პასუხისმგებლობა არ აიღო:
მთავარი არ არის არც ივანიშვილი რას გადაწყვეტს, არც ღარიბაშვილი რას გადაწყვეტს, არც გომელაური რას გადაწყვეტს. აქ მთავარი მოქმედი პირები, ხელისუფლებამ თუ შტურმის გადაწყვეტილება მიიღო, იქნებიან რიგითი პოლიცილები, სპეცნაზელები.
მათ მინდა მე მივმართო - ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, აქ ბევრია ადამიანი, რომელიც თქვენთან ერთად მუშაობდა და თქვენ სტრუქტურას ქმნიდა, თქვენი ხელმძღვანელ იყო და თქვენთან ერთად იბრძოდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ნიკა მელია არ არის დამნაშვე და თქვენ ეს კარგად იცით. თქვენი საქმე კრიმინალთან ბრძოლაა და აქ შემოტევა და შტურმი უკანონოა და ფატალური შეიძლება აღმოჩნედს, ეს დაადასტურა გახარიას გადადგომამაც. მის გადადგომა უნდა იყოს სიგნალი თქვენთვის. თქვენ შეგიძლია გააჩეროთ ეს შლეგი ხელისუფლება- ამბობს გიგი უგულავა "დღის სტუმრის" ეთერში.