მუქარა, აგრესია, სიძულვილის ენა - ღარიბაშვილის დღე "ოცნების" პარლამენტში

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი უკიდურესი კრიზისის ფონზე საკანონმდებლო ორგანოდან ოპონენტებს არა შერიგებისკენ მოუწოდებდა, არამედ ღია პოლიტიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ნდობის მისაღებად  პარლამენტში მისულმა მადლობა ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე გადაუხადა, დროის უმეტესი ნაწილი ისევ წარსულზე ლაპარაკს და წინა ხელისუფლების კრიტიკას  დაუთმო.  

მეორედ ტრიბუნასთან მისულმა ღარიბაშვილმა გამოაცხადა რომ მოლაპარაკებებზე ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობასთან არ დაჯდება. ოპოზიციასთან  შეხვედრისთვის წინაპირობებიც დააყენა - ივანიშვილის გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას საერთოდ არ განიხილავს. 

საპარლამენტო ტრიბუნასთან მესამედ მისულმა კი გამოაცხადა რომ ქვეყნაში პოლიტიკური კრიზისი საერთოდ არ არის და ოპოზიციასა და ნიკა მელიას ისევ დაემუქრა. 

საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნიკა გვარამია იყო. მთავარი არხის გენერალური დირექტორი დამანაშავედ და კრიმინალად გამოაცხადა.  

ოპოზიცია კი ამ ყველაფრის შემდეგ, პოლიტიკური დევნის ახალ ეტაპს ელოდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი