
პრემიერი რომელიც ივანიშვილმა პოსტიდან ისე გადააყენა რომ ოპოზიციის რადარებიდან გაქრობის შესაძლებლობა არ მიეცა, ახლა პოლიტიკურ რეპრესიებს საპარლამენტო ტრიბუნიდან აანონსებს და ემუქრება მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც ახლა ღარიბაშვილის მთავარი სამიზნეა.
ივანიშვილის ფავორიტმა ხელქვეითმა ერთპარტიულ პარლამენტში გამოსვლისას ყველაზე მეტი დრო სწორედ პოლიტიკურ ოპონენტებს და ყველაზე აქტუალურ ფიგურას ნიკა მელიას მიუძღვნა. არ მორიდებია ღია მინიშნებებს, რომ ქართლი ოცნება მზად არის წავიდეს ყველაზე უკიდურეს ნაბიჯზეც, როდესაც საქმე ოლიგარქ ივანიშვილის დავალების შესრულებას და პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებას ეხება.
ავტორი:დეა მამისეიშვილი