"მსხვერპლს უნდა შევეგუოთ" - დაგეგმილი შტურმის დეტალები 

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების ხელისუფლებამ სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადებამდე  გადაწყვიტა  ნებისმიერი ძალადობრივი გზით - იძულებით, მსხვერპლითა და მხუთავი აირის გამოყენებით, რომლის გაშვება დახურულ სივრცეში აკრძალულია, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია დაეკავებინა.

მოსამართლის გადაწყვეტილებამდე დავალებები უკვე გადანაწილებული იყო და ძალოვანებმა კარგად იცოდნენ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყველაფრის ფასად, რაც შეიძლება მალე უნდა დაეკავებინათ.  

ხელისუფლების ამ  ძალადობრივი გეგმის შესახებ  ცნობილი "მთავარი არხისთვის" გახდა.

გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და კახი კალაძე - ეს ის მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც მთავარი არხის ინფორმაციით, ენმ-ს ოფისზე შტურმს და სისხლისღვრას შეეწინააღმდეგნენ.

ამავე თემაზე:

ეს შენობა უნდა აეღოთ უკანა ეზოდან, მხუთავი აირი და აქ მოდიოდნენ რობოკოპები - ნიკა გვარამია ენმ-ს ოფისზე დაგეგმილი შტურმის დეტალებზე
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი