საქართველოს ვაქცინა ისევ არ აქვს. მაშინ, როდესაც ქვეყანა მესამე ტალღის მოლოდინშია, "ოცნების" ხელისუფლება მხოლოდ ახლა არკვევს რა დოკუმენტაციაა საჭირო "ფაიზერის" ვაქცინის მისაღებად.
ჯანდაცვის სამინისტროს აღიარების შემდეგ ცნობილი ხდება რომ მედ პერსონალისთვის შეძენილი პრეპარატის საქართველოში შემოტანის თარიღი გაურკვეველი ვადით ღიად რჩება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტიც ამბობენ, რომ გარანტიებს ვერ გასცემენ და ყველაფერი ფაიზერზეა დამოკიდებული, რომელთან მოლაპარაკებაც წარმატებით კი არ დასრულდა, სინამდვილეში ახლა დაიწყო.
"მე გარანტიას ვერ მოგცემთ" - ცერცვაძე ვაქცინაზე