შე მონა, კლასიკურო მონა - ნიკა მელია ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

შე მონა, კლასიკურო მონა, სერგეი გავრილოვის წარმომადგენელო - ასე მიმართა ენმ-ს თავმჯდომარემ "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრს, რომელსაც ერთპარტიულმა პარლამენტმა რამდენიმე საათის წინ მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნიკა მელიამ ენმ-ს ოფისში ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა და იქ შეკრებილებს მოუწოდა, დასარბევად მისულ სპეცრაზმს არ დაუპირისპირონ ძალადობა და დახვდნენ ტაშით.

ჩემი ბავშვისა და თქვენი ბავშვების თავი მინდა დავიფიცო, გეხვეწებით, მხოლოდ ტაში დაუპირისპიროთ. ბევრი ტაში და ბევრი სიმღერა" მიმართა მელიამ მხარდამჭერებს.

ნიკა მელიას განცხადება 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი