მოსალოდნელი სცენარია - კაპანაძე პროვოკატორების შეგზავნაზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პროვოკატორების ამბავი ხელისუფლების სცენარია. მისივე თქმით, "ენმ"-ის ოფისში მყოფი პირები ცდილობენ პროვოკატორების გამოვლენას და მათი ქმედებების შეჩერებას.

"რა თქმა უნდა მოსალოდნელია, ჟონავს ინფორმაცია მათი მხრიდანაც და ეგ სცენარი, რომ აქ ჰყავთ ჩანერგილი პოროვკატორები, რომლებიც რაღაცას იძალადებენ საჩვენებლად, რომ მერე მათ ჰქონდეთ სალაპარაკო, რომ აი ასეთი ხალხია იქ შეკრებილი, ძალადობენ პოლიცილებზე და ეს გამოიყენონ მერე საბაბად, რომ იყონ უფრო ბრუტალური და უფრო მეტი ძალა გამოიყენონ - ეს არის რა თქმა უნდა მოსალოდნელი სცენარი.  ჩვენ აქ ყველას ვაფრთხილებთ, რომ არავითარი მსგავსი ტიპის ძალადობა არ იქნას დაშვებული და პირიქით ყველა ორი ყური და ორი თვალი ჰქონდეს, რომ ასეთი ტიპის პროვოკატორები იყვნენ გამოვლენილი და მათი ქმედებები იყოს ალაგმული", - თქვა სერგი კაპანაძემ

კაპანაძე ამბობს იმასაც, რომ თუკი შტურმით შევა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი და მოქალაქეებზე ძალას გამოიყენებს, ხელისუფლების მიერ არჩეული ეს გზა ქვეყნისთვის იქნება ცუდი. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოციის ლიდერები და მხარდამჭერები უკვე მე-6 დღეა, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არიან შეკრებილები. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი