გდდ-ს გორის სამხედრო ბაზაზე ამ დროისათვის რაიმე გადაადგილება არ შეინიშნება, თუმცა ცოტა ხნის წინ "მთავარის" კამერამ მინი ავტობუსები დააფიქსირა, რომლებსაც ძირითადად სპეცრაზმის გადაადგილებისთვის იყენებენ.
მას შემდეგ რაც "მთავარის" კამერამ ეს ავტობუსები გადაიღო, ისინი ბაზიდან ისეთ ადგილზე გადაიყვანეს, საიდანაც მათი კამერებით დაფიქსირება შეუძლებელია.
"მთავარის" ინფორმაციით, სპეცრაზმის ერთი ნაწილი უკვე თბილისშია.
აღსანიშნავია ერთი დეტალი - არსებული ინფორმაციით, ერთ ერთ სწრაფი კვების ობიექტს, რომლსაც გდდ-ს ბაზიდან 40 შაურმა შუკვეთეს, შეკვეთა მალევე გააუქმეს, რადგან ისინი სამხედრო ბაზაზე აღარ იმყოფებოდნენ.