ენმ-ს ოფისზე შტურმს გ.დ.დ-ს ხელმძღვანელი, "ხარება" უხელმძღვანელებს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

გ.დ.დ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება იქნება სპეცოპერაციის ხელმძღვანელი - ინფორმაციას ამის შესახებ მთავარ არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ავრცელებს.

ნაციონლური მოძრაობის ოფისში შტურმს და პროვოკაციებს ელოდებიან. ადგილზე ამ დროისათვის სრულიად ოპოზიცია და ის ადამიანები არიან შეკრებილი, რომლებიც უკვე მეექვსე დღეა იქ ღამეებს ათევენ.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაციები, რომ შსს-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი სრულ მზადყოფნაზე გადაიყვანა. "მთავარის" ინფორმაციით, გორიდან სპეცრაზმის ნაწილი უკვე თბილისშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი