
გედევან ფოფხაძეს იმედი აქვს, რომ ღარიბაშვილი გააცნობიერებს ძალადობის დამღუპველ შედეგებს, როგორც ეს გახარიამ ქნა და არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რასაც ტრაგედია მოჰყვება. განცხადება ფოფხაძემ "ენმ"-ს ოფისში გააკეთა:
"პრემიერის სტატუსში თვითონ ღარიბაშვილსაც სხვანაირად მოუწევს ამ ვითარების აღქმა, გახარია ცალსახად მიხვდა იმას, რომ გართულება და ძალადობა და კონფრონტაცია იყო ეროვნული დანაშაული, ასე ვიტყოდი, და ამის პატიება და მერე უკვე ამ ვითარებიდან გამოსავალის პოვნა იქნებოდა შეუძლებელი. ირაკლი ღარიბაშვილიც მიხვდება, დარწმუნებული ვარ, იმას, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური და მორალური ფასის გადახდა მოუწევს ხელისუფლებას.... თქვა გედევან ფოფხაძემ
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოციის ლიდერები და მხარდამჭერები უკვე მე-6 დღეა, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არიან შეკრებილები.
ამავე თემაზე: