“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სამართალდამცავების დიდი რაოდენობით მობილიზებაა.
პოლიციამ რუპორით გააფრთხილა შენობაში მყოფი მოქალაქეები, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიონ პოლიციას, ასევე რუპორით გააფრთხილეს ნიკა მელია და მოუწოდეს, დაემორჩილოს კანონს.
"შენობის გასათავისუფლებლად გეძლევათ ნახევარი საათი, გონივრული ვადა"- თქვა პოლიციელმა რუპორში.
გია ბარამიძემ პოლიციელებს შენობის მესამე სართულიდან ასევე რუპორით უპასუხა და მოუწოდა, ნუ გააკეთებენ გავრილოვის საქმეს.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინსტრად დამტკიცებიდან რამდენიმე საათში ხელისუფლებამ გადაწყვიტა ნიკა მელიას დაპატიმრება.
პარტიის ოფისში ოპოზიციური ლიდერები და მხარდამჭერები არიან. ისინი ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ.