სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო. ენმ-ს ოფისს ისინი ერთდროულად რადენიმე ადგილიდან, მათ შორის სახურავიდან უტევენ, ამტვრევენ შუშებსაც. სპეცრაზმი შენობის პირველ სართულზეა და ტერიტორიიდან მოქალაქეები გაჰყავთ.
პარტიის ოფისში ოპოზიციური ლიდერები და მხარდამჭერები არიან. ისინი ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ.