
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პატივია ის ბრძოლა, რომელშიც ახლა იმყოფებიან. მისი თქმით, ის რაც ხდება მათ ოფისში რეჟიმის დასასრულია და რეჟიმები სწორედ ასე სრულდებიან.
"გავრილოვის გამო არცერთი ქართველი არ უნდა სამართლდებოდეს, იმის გამო რაც ქართველ ხახლს აკადრეს.... ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილო, თქვენ ხართ კლასიკური გაგებით, ამ სახელმწიფოს კი არა, ნებისმიერი იმ ქვეყნის მოღალატე იქნებოდით, სადაც დაიბადებოდით და გაიზრდებოდით... ეს არის დადასრურული, რეჟიმები ასე სრულდებიან, და ასე დასრულდებიან, თითქოსდა კუნთიანი სპეცდანიშნულები რაზმების მეშვეობით, ესენი ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას, მორჩა და გათავდა", - თქვა ვინა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ენმ-ს ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ადგილზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი გარეთ გაიყვანეს, პოლიცია ნიკა მელიას დაკავებას ცდილობს.