
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავების ტვიტერით ეხმაურება:
"საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება - ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისს შტურმით იღებენ. ვიმედოვნებ, რომ უფრო ცივი გონების მქონე ხელმძღვანელები იმარჯვებენ და ვითარების დეესკალაცია მოხდება"- წერს კარპენტერი.