მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის მთავარი როდიონოვი - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

ნიკა აუცილებლად იქნება თავისუფალი და ეს იქნება ძალიან მალე - ენმ-ს ოფისთან განცხადება ამის შესახებ ხატია დეკანოიძე გააკეთა. მისი თქმით, საბჭოთა არმიის დღეს, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ჩაიდინა იგივე, რაც რუსეთმა.

მთელმა მსოფლიომ ნახა რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიიტანეს შტურმი რომ დაეპატიმრებინათ ნიკა მელია... როდიონივების, გავრილოვების ბოლშევიკების, ოლიგარქების არ გვეშინია - ამბობს დეკანოიძე და  ყველას, ვისაც ქვეყნის მომავალი აღელვებს, მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბონ დღეს 15 საათზე:

ჩვენ აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის მთავარი როდიონოვი - ამბობს ხატია დეკანოიძე.

გარდა ამისა, დეკანოიძის ინფორმაციით, ენმ-დან წაღებულია სერვერები და განადგურებულია არქივი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი