ძალის გადამეტების გარეშე, სანიმუშოდ ჩატარდა - კობახიძე შს მინისტრს მადლობას უხდის

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციას მადლობას უხდის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია "სანიმუშოდ, ძალის გადამეტების გარეშე" ჩატარდა.

"მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურს და თითეულ პოლიელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება", - თქვა მან.

მისი აზრით, რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ერთადერთი გზაა ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასასრულებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი