
"ქართული ოცნების" ახალი სახე შალვა გავრილოვი (პაპუაშვილი) ცრუ პატრიოტიზმს უწოდებს საბჭოთა ჯარის შემოსვლასა და დღეს, ოპოზიციური პარტიის ოფისზე მიტანილი შტურმისა და ოპოზიციის ლიდერის დაკავებაზე შედარებებს:
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რუსეთს და ა.შ. - ჯობს ერთხელ და სამუდამოდ დაანებონ თავი ამ ყალბ პატრიოტიზმს. არავის სჯერა მათი პატრიოტიზმის. რუსეთის და გავრილოვების ხსენება არავის სჯერა. თუკი დღეს ვინმე აკეთებს რუსეთის საქმეს, ეს არის ის ოპოზიციური ჯგუფი - ამბობს შალვა გავრილოვი.
მისივე თქმით, დღეს შსს-მ პროფესიონალურად აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება - "ვნახეთ, ოპოზიციის ლიდერები როგორ ჩაიკეტნენ ოთახში და თავად როგორ აზიანებდნენ საკუთარ ინვენტარს" - ამბობს შალვა გარვილოვი.