მან განგებ აირჩია პროვოკაციული გზა - თალაკვაძე ნიკა მელიაზე

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას დაკავებას პარლამენტის თავმჯდომარე სამართლებრივი წესრიგის აღსრულებად აფასებს და ამბობს, რომ მელამ ეს გზა თავად აირჩია. თალაკვაძე ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ნიკა მელიასა და ოპოზიციას აკისრებს: 

როდესაც თავს აცხადებს კანონგარეშედ და ამბობს, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა, სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება.

სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა რომ ემუქრებოდა პატიმრობა, შესაბამისად მან განგებ აირჩია პროვოკაციული გზა და უფრო მეტი ესკალაცია.

დღეს დავინახეთ რომ სამართალდამცვამა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე - ამბობს არჩილ გავრილოვი

ის ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს : ვისაც აქვს პრეტენზია რომ არის ჯანსაღი ძალა, შემდეგი ნაბიჯი პროცესების დეესკალაციისკენ იქნება საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა - ამბობს გავრილოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი