პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების დროს პოლიციამ უმაღლესი სტანდარტი აჩვენა. მან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მსგავსად შს მინისტრს მადლობა გადაუხადა.
"რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკასა და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. ის რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკული დემოკრატიების სტანდარების შესაბამისი", - თქვა მან.
პრემიერმინისტრმა არ უპასუხა კითხვებს, რას უპასუხებენ საერთაშორისო გამოხმაურებებს, რაც ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა.