დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანის განცხადებით, ყველაზე დიდი პრობლემაა სახელმწიფოსთვის, პოლიტიკური პარტიებისთვისა და ქვეყნის განვითარებისთვის რადიკალიზმი და რადიკალიზაციაა, რაც უნდა დასრულდეს.

"სამწუხაროდ, უნდა აღნიშნოს, რომ დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ოკუპაციის ასი წლის თავზეც, რომ ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინიციპებზე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც დილოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა", - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი