რა მდგომარეობაშია ენმ-ის ოფისი შტრუმის შემდეგ - ფოტოები

გამოქვეყნდა:

შტურმის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მეოთხე სართულზე მოხსნილია რკინის კარი,  დაზიანებულია კიბის მოაჯირები. ასევე, დაზიანებულია კარი ოფისის მესამე სართულზე. პოლიციამ წაიღო პარტიის სერვერებიც. დაზიანებულია თამჯდომარის ოფისის ინვენტარი და ფანჯრები.

პარტიის გადაწყვეტილებით, ოფისს არ ალაგებენ, რადგან იქ სახალხო დამცველი უნდა მივიდეს და მათ სურთ, რომ ნინო ლომჯარიას აჩვენეონ სრული სურათი, თუ როგორ მდგომარეობაშია მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისი შტურმის შემდეგ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა შტურმი მიიტანა ენმ-ის ოფისზე და ნიკა მელია დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი