მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ისინი ტერიტორიაზე სპეციალური ეკიპირებით მოვიდნენ და კანცელარიის შენობის უკანა პერიმეტრზე იმყოფებიან. ადგილზე არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, დღეს 23 თებერვალს ოპოზიციამ 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

ავტორი: ნანიკო სისვაძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი