ქვეყნის მიღწევების წყალში ჩაყრა უპასუხისმგებლობა იქნება - ლინკევიჩუსი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი Twitter-ზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარებით "შეშფოთებულია".

ლინკევიჩუსის თქმით, უპასუხისმგებლობა იქნება, რომ ქვეყანამ თავისი მიღწევები წყალში ჩაყაროს.

"შეშფოთებული ვარ საქართველოში დაძაბული ვითარებით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს, საქართველო ნატოს ერთ-ერთი პარტნიორია. უპასუხისმგებლობა იქნება, რომ ეს ყველაფერი რომ წყალში ჩაყარონ. ყველა ლიდერმა უნდა აჩვენოს თავშეკავება და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ",- წერს ლინკევიჩუსი.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი