ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვინც საქართველოში დემოკრატოას იცავს - რასმუსენი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივანი, ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით შეშფოთებულია. როგორც რასმუსენი Twitter-ზე წერს, ის მხარს უჭერს იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში კანონსა და დემოკრატიას იცავს.

"ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა ძალიან შემაშფოთებელია. პირველი, ვინც წააგო, ქართველი ხალხია. მოგიწოდებთ, თავშეკავებისკენ, საქართველოს კი მოვუწოდებ, რომ უკან არ დაიხიოს. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვინც საქართველოში კანონსა და დემოკრატიას იცავს",- წერს რასმუსენი.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი