გაოგნებული ვიყავი იმ სპეცოპერაციით, ტერორისტები ასე არ აუყვანიათ - ანზორ მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძროაბის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამის განცხადებით, ბედნიერი და ამაყია, რომ მისმა შვილმა ამ ასაკში შეძლო გაეერთიანებინა მთელი ოპოზიცია. მისი თქმით, ღარიბაშვილმა და კობახიძემ, რომლებიც მელიას ტერორისტს ეძახიან საკუთარ თავებში უნდა ჩაიხედონ.

"კი დაიჭირეს ნიკა მელია, მაგრამ გაოგნებული ვიყავი იმ სპეცოპერაციით, რაც მოიმოქმედა ჩვენმა მთავრობამ, ტერორისტები ასე არ აუყვანიათ, როგორც ნიკა აიყვანეს და მადლობა ღმერთს, რომ ხალხი არ დასახიჩრდა. ეს ერთობა რაც მე ვნახე ეს დღეები, ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ნიკამ ამ ასაკში შეძო ასე გაეერთიანებინა მთელი ოპოზიცია, ვინ არ იყო მანდ, სხვადასხვა პარტიის ლიდერები, ბედნიერი ვარ და თანაც ამაყი, რომ ნიკა ასე უყვართ და ასეთ პატივს სცემენ", - თქვა ანზორ მელიამ. 

მისი თქმით, ბედნიერია, რომ მისი შვილი ქურდობისთვის და მექრთამეობისთვის არ დაუჭერიათ და ის სამშობლოს სიყვარულისთვის დააკავეს.

"კობახიძე, ღარიბაშვილი ტეროტისტს რომ ეძახის ნიკას, თავიანთ თავებში ჩაიხედონ და კითხვა დაუსვან, გავლილი ცხოვრება შეალიეს საქართველოს სიყვარულს თუ ფულის კეთებას, რცხვენოდეთ მათ", - თქვა მან. 

მარგველაშვილმა მიმართა ახალგაზრებს, რომ ძალიან მშვიდად, ორგანიზებულად უნდა იმოქმედონ და შეინარჩუნონ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო, რომლის ვექტორიც დასავლეთი იყო. მისი განცხადებით, ქვეყნის ვექტორი იცვლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი