საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ერთ დღეში 15-ით გაიზარდა და 385 შეადგენს.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 84–მდეა გაზრდილი. ამ დროისთვის საქართველოში ვირუსისგან 3 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში დადასტურებული შემთხვევების გარდა, კორონავირუსზე ქვეყანაში მკურნალობს კიდევ 3 პაციენტი, რომლებიც უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოიყვანეს.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო დადასტურებული შემთხვევებიდან 3 პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნება.
რაც შეეხება ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მყოფ პაციენტებს, ინფექციონისტის, მეგი კობახიძის, განცხადებით, სააავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია მოთავსებული. კობახიძის თქმით, მათგან 11-ს გართულებული პნევმონია აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, ამ 11 პაციენტს შორის არის სასულიერო პირიც.
18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი. ამ ეტაპზე ჩვენთან ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ყოფილა. 11 პაციენტი არის გართულებული პნევმონიით, მათი მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არის მართვადი. ამ 11 პაციენტში ერთ-ერთი არის სასულიერო პირიც. მისი მდგომარეობა სტაბილური და მართვადია“, - განაცხადა მეგი კობახიძემ.
კარანტინის რეჟიმშია 5053 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 527 პირი.