ნიკა მელია ჩემმა წარმომადგენელმა მოინახულა, მეც შევხვდები - სახალხო დამცველი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მისმა წარმომადეგენელმა საპატიმროში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია უკვე მოინახულა. მისი განცხადებით, ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.

სახალხო დამცველი ნიკა მელიას მონახულებას პირადადაც აპირებს.

"ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმოამადგენელმა და მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არ აქვს ამ წუთის მდგომარეობით, პრეტენზიები მოპყრობასთან დაკავშირებით, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები",-თქვა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი