
საქართველო მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და "ნაციონალური მოძროაბის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. "ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით" - წერს ის.
მეზვრიშვილმა პოსტში განმარა, როგორ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე და ქვეყნისთვის აგვერიდებინა ის დამაზიანებელი პროცესები, რაც დღეს ხდება:
"ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ცვლილების საკითხმა ზედაპირზე ამოიტანა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და მისი თითოეული რგოლის წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა. იმედია, როცა პოლიტიკური ქარცეცხლი გადაივლის, ყველა ერთად დავფიქრდებით მართლმსაჯულების მთლიანი სისტემის კომპლექსური (და არა ფრაგმენტული) ფუნდამენტური და რეალური რეფორმირების აუცილებლობაზე.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი - ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“. არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ "კანონის სახელით", ქვეყანა დახია უკან", - წერს მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნათია მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსობიდან 2020 წლის 23 ნოემბერს გადადგა.