მეამაყება, რომ ყველა ადამიანის დამცველი ვარ, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველი პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა იცავდეს, ვისაც დაცვა ყველაზე მეტად სჭირდება. მისი თქმით, ქვეყანაში დღეს ყველაზე მეტად დაცვა "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება, ასე უპასუხა მან "ქართული ოცნების" რიტორიკას.

"კი, მე ვარ ასევე, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის დამცველი. იმიტომ, რომ სახალხო დამცველი პირველ რიგში, უნდა იცავდეს იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა. მე ვფიქრობ დღეს ოპოზიციას, და განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას, დაცვა და რა თქმა უნდა, მე ვადასტურებ და მეამაყება ის, რომ ვარ ყველა ადამიანების დამცველი, მათ შორის იმ ადამიანებისაც, რომლის დაცვას ხელისუფლებას ასე ძალიან არ უნდა",- თქვა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი