
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ ისინი მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე გადის.
"დღეს მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მთელი რიგი განცხადებები ნიკანორ მელიას დაპატიმრების შესახებ, ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკაშვირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს. თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა, სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზაციაზე გადის.
პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში, ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა", - თქვა მან.
მისივე განცხადებით, ეს ხელს შეუწყოს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ქვეყანაში.