დღეს მძიმე დღეა, მაგრამ ასეთი მძიმე დღეები ქართველ ხალხს შემოუტრიალებია- ნატო ჩხეიძე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, ნიკა მელიაზე იერიშის მიტანით, "სახელმწიფო მტრად მოეკიდა ქართველ ხალხს", - ეს განცხადება ჩხეიძემ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"დღეს მძიმე დღეა საქართველოში, მაგრამ ასეთი მძიმე დღეები ყოფილა, რომელიც ქართველ ხალხს შემოუტრიალებია. საქართველოს ხელისუფლება მტრად მოეკიდა ქართველ ხალხს. დიდი მადლობა პოლიციასო, გმირები არიანო ასე თქვეს, ვინ არის გმირი მეგობრებო? კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელი, რომლის მოქმედებაც დაგეგმა, ასევე კბილებამდე მტრობით შეიარაღებულმა მთავრობის წევრებმა თუ ნიკა მელია, რომელიც მშვიდად, წყნარად დადიოდა. ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და გამარჯვებას მივაღწევთ", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძის თქმით, საქართველოს თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიაზე გადის, რომელიც აუცილებალდ უნდა დავიბრუნოთ. 

მთავრობის ადმინისტრაციის წინ ოპოზიციის აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი