დღეს გაოფიციალურდა, რომ გავრილოვი გვიდგენს პოლიტიკურ დღის წესრიგს - ნიკა ფარულავა

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას დაკავებით  ოფიციალურად დადასტურდა, რომ  ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს გავრილოვი ადგენს - განცხადება ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ გააკეთა.

სამოქალაქო აქტივისტები ყოველდღიურ პროტესტზე გადადიან:

​დღეს უკვე გაოფიციალურდა, რომ გავრილოვი გვიდგენს პოლიტიკურ დღის წესრიგს, მისი დაკვეთით აკავებენ საქართველოში ადამიანს. სწორედ ამიტომ, წინააღმდეგობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ამიტომ, ყოველდღიური პროტესტით, ყოველდღიური შეწუხებით ე.წ. მთავრობის წევრების, ჩვენ გავტეხავთ ამ სისტემას",-თქვა ნიკა ფარულავამ.

მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქცია პარლამენტთან გაგრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა.

გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია 26 თებერვალს 3 საათზე ფილარმონიიდან  საპროტესტო მსვლელობას გამართავს.

მთავარი შაბათს
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი