წკეპლას რომ გადაუჭერს ხოლმე პატრონი ივანიშვილი და როცა უნდა ამოთხრის ამ პოლიტიკურ დრაკულას - ბუღაძე ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

დღეს შეიძლება დავკარგოთ დამოუკიდებლობა ისე, რომ ვერც მივხვდეთ" - ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, აქციაზე იმყოფება. 

ბუღაძე ამბობს, რომ  "ქართული ოცნების" პოლიტიკური ეროზიის პროცესი უკვე დაწყებულია და პარტიაში მყოფი ახალგაზრდები ივანიშვილს მალე უნდა გაემიჯნონ.

როგორც ბუღაძე აღნიშნავს, ის, რაც ახლა ხდება გია ვოლსიკის, რიმა ბერაძისა და მათნაირი პოლიტიკოსებისთის, ეს პროცესები ბუნებრივია, რადგანაც ისინი საბჭოთა კავშირშიც "მშვენივრად გრძნობდნენ თავს".

"წკეპლას რომ გადაუჭერს ხოლმე მისი პატრონი ივანიშვილი ღარიბაშვილს. როცა უნდა, რომ ამოთხრის და დაგვიყენებს ამ პოლიტიკურ დრაკულას. ეს უკვე ნიშნავს, რომ დაწყებულია ეროზია, იშლება ეს პოლიტიკური სისტემა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს ვინც ახლა "ქართულ ოცნებასთანაა" და არ სცხვენოდა როდესაც ტაშს უკრავდნენ, იმ არარაობა ღარიბაშვილს, როდესც ჩვენს ლიეტუველ მეგობარს ასე ლანძღავდა.

კახა კალაძეს მინდა მივმართო, თბილისის მერს, რომელიც ჩემი თაობის და არა მარტო, სიამაყეს წარმოადგენდა, როგორც ფეხბურთელი და საქართველოს სახელი. რა რჯის რომ მიჰყვება ივანიშვილს ამ პოლიტიკურ სამარეში, ადამიანს, რომელსაც სძულს საქართველო.

ან იგივე თალაკვაძეს, რომელსაც ვიცნობდი, როგორც წესიერ და სამართლაინ ადამიანს, ასე როგორ დაკარგა სახე და დეგრადირდა. ამ ადამიანებმა ხომ უნდა იცხოვრონ მომავალში? თავის შვილებისთვის ან თავიანთი თავისთვის ხომ უნდა დატოვონ სივრცე, რომ ვიღაცამ გამარჯობა მაინც უთხრას.

მე არ მოვუწოდებ ვოლსკის და რიმა ბერაძეს, ესენი გადასარევად იყვნენ კომუნიზმშიც. მათთვის ეს ბუნებრივი გარემოა, კომკავშირი, პარტკომი, ცეკა, რაიკომი. მე მივმართავ ახალგაზრდებს, გამოდით და გვერდით დაუდექით ქართველ ერს. ვისაც დღეს სძინავს, გამოტოვებს საქართველოსთვის ძალიან მძიმე დროს, დღეს შეიძლება დავკარგოთ დამოუკიდებლობა ისე, რომ ვერც მივხვდეთ", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.  

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხალხი ნიკა მელიას უკანონო პატიმრობას და ენმ-ის ოფისზე განხორციელებულ შტურმს აპროტესტებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი