
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ამაღამ პარლამენტის წინ, კარავში რჩება. მისი თქმით, მორიგეობა დაიწყება და ყველა პოლიტიკური ლიდერი და მხარდამჭერებიც, ვისაც დარჩენის სურვილი ექნება სპეციალურ სიაში ჩაეწერებიან.
"მე ჩემ მეგობრებთან ერთად დღეს ვაპირებ დავრჩე, იმიტომ, რომ თავდასხმის საფრთხე ამ უგუნური ხალხისგან ძალიან დიდია. დაიწყება მოირგეობა და ყველა პოლიტიკური ლიდერი, შეძლებისდაგვარად, ჯანმრთელობა როგორც მისცემს შესაძლებლობას და ა.შ. დარწმუნებული ვარ ჩართვება ამ ფერხულში.
მე იმედი მაქვს, რომ ბევრი თქვეთაგანიც, დღეს, ამაღამ კრიტიკული ღამეა, იმიტომ, რომ როგორც კი შეიძლება ხალხი შემცრიდეს, ტურასავით შეიძლება მოგვეპარონ", - თქვა გიგი უგულავამ.
უგულავას განცხადებით, პარლამენტის წინ იქნება კეთილი და თავისუფალი წერტილი.