
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებათან იმყოფებოდა. იქ, სადაც ნიკა მელიაა გადაყვანილი. ნათელაშვილმა ენმ-ს თავმჯდომარეს მხარდაჭერა გამოუცხადა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, სანქციები დაუწესოს ყველას, ვინც მონაწილეობდა ნიკა მელიას წინააღმდეგ, უსამართლო და უკანონო ქმედებებში.
"მე მოვითხოვ ნიკა მელიას დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, რომელიც აქაა გამოკეტილი, იმის გამო, რომ ხმა აღიმაღლა ანტისაოკუპაციო მიტინგზე და მოითხოვა ოკუპანტების გასვლა საქართველოდან. მე მოვითხოვ მსოფლიო თანამეგობრობისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ყველა ქვეყნის მთავრობისგან, დავუწესოთ სანქციები ბიძინა ივანიშვილის თამადობით ყველას, შს მინისტრს, უშიშროების ხელმძღვანელს, თალაკვაძეებს, მდინარაძეებს, კობახიძეებს და, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილს და იმ მოსამართლეებს, რომელბსაც სამშობლოზე, პატრიოტიზმზე, მამულზე წინ საკუთარი მანდატები და სტატუსები აქვთ დაყენებული. მოვუწოდებ მთელ საქართველოს, ყველანი ფეხზე, ყველანი გარეთ, სანამ არ დავამთავრებთ ამ ამაზრზენ, ანტიეროვნულ რეჟიმს. მათ საქართველოს ესროლეს ამით", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარი და ძალის გამოყენებით დააკავეს პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.