ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობაა​ - სამადაშვილი ელჩებთან შეხვედრაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასილიტატორ ელჩებს და დიპლომატიულ კორპუსს გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები", - ასეთი განცხადება გააკეთა,"ნაციონალური მოძრაობის" წევმა, სალომე სამადაშვილმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ელჩების შეხვედრის დაწყებამდე.

სამადაშვილის თქმით, შეხვედრა იქნება კომპლექსური და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ ყველა მოვლენას განიხილავენ, რათა "ადეკვატური იყოს დასავლელი პარტნიორების ზეწოლა ხელისუფლებაზე".

"დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასილიტატორ ელჩებს და დიპლომატიულ კორპუსს გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები, ჩვენი შეფასებები, თუ რა მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს მათი როლი, იმაში, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა. ჩვენ ვაპირებთ კომპლექსურად ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება უკანსაკნელ პერიოდში დასავლეთიდან საქართველოსადმი განხორციელებულ პოლიტიკას, რათა ადეკვატური იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლა ხელისუფლებაზე", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის წინ.

სამადაშვილის თქმით, ესაა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელსაც მმაღთველი გუნდი არ დაესწრება.

ცნობისთვის, ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი