ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები იწვევს ელჩების რიტორიკის ცვლილებებს - ბოკერია ელჩებთან შეხვედრამდე

გამოქვეყნდა:

"პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას, 8 მარტიდან ჩატოვებული პატიმრის, რურუას გათავისუფლებასთან ერთად, ვადამდელი არჩევნებია საკვანძო საკითხი", - ასეთი განცხადება გააკეთა,  "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ელჩების შეხვედრის დაწყებამდე.

"ჩვენ ვნახეთ ელჩების განცადებებში არსებითი ცვლილება და ეს ბუნებრივია, ის რაც ხდება და რა ნაბიჯებსაც ივანიშვილის რეჟიმი დგამს, იწვევს ამ ცვლილებებს.  პოლიტპატიმრების, მელიას, 8 მარტიდან ჩატოვებული პატიმრის რურუას განთავისუფლებასთან ერთად, ვადამდელი არჩევნებია საკვანძო საკითხი. ჩვენ პირველად მოვისმინეთ ბრიუსელიდან ორი დიდი პოლიტიკური ოჯახის EPP-ის და ALDE-ს განცხადებები, რომ მხოლოდ ესაა განმუხტვის გზა, პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებასთან ერთად.

დიახ, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, მაგრამ ამ კატასტროფულად არანორმალურ ვითარებაში გამოსავალი არის მხოლოდ ვადამდელი არჩევნები,  მელიად და რურუას გათავისუფლება და პოლიტდევნის შეწყვეტა. ყველა ჩვენი მეგობარი, ყველა ჩვენი პარტნიორი, ვისაც აქვს სურვილი, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და პრაგმატული ქვეყანა, ბოლოს მივა ამ დასკვნამდე. ამიტომ, კომბინაცია აქაა ის, რაც ჩვენ დიდი ხანია ვიცით, ჩვენი საზოგადოების მკაცრი პროტესტი და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილი დგას სანქციების გზაზე.

ცნობისთვის, ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი