ღარიბაშვილი, გომელაური და ივანიშვილი - დევიდ კრამერი სანქცირებულთა შესაძლო სიაზე

გამოქვეყნდა:

"მოქმედებებზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა დაინახონ, რომ ძალიან მძიმე კრიზისი შექმნეს" - ასე ეხმიანება ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დევიდ კრამერი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. 

"მათ [მთავრობამ] უნდა იპოვონ გამოსავალი და მათ შორის უნდა იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება, ასევე მოლაპარაკებების განახლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, იქნება სანქციები კონკრეტული ადამიანების - "ქართული ოცნების" წევრების - წინააღმდეგ, მათ შორის არიან პრემიერი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ბატონი ივანიშვილი. ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტს რეაქცია ექნება, ჩვენ უკვე ვიხილეთ საკმაოდ ძლიერი განცხადება აშშ-ის საელჩოსგან", - ამბობს კრამერი "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი".

აქვე შეგძლიათ იხილოთ სხვა უცხოელი პარტნიორების განცხადებები: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი