დიქტატურა კანონის სახელით - ღარიბაშვილმა ივანიშვილს რუსული ოცნება აუსრულა

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს იმედები არც ამჯერად გაუცრუა და მისი პრემიერად დანიშვნის მთავარი მიზანიც წარმატებით შეასრულა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი დარბეულია. ოლიგარქ ივანიშვილის რუსული ოცნების შესასრულებლად და საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივის დასასამარებლად ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმები გამოიყვანა და შენობა, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა შტურმით აიღეს.


კანონის სახელით დიქტატურის დამყარების მცდელობა - ძალოვანები თავისუფლების მოყვარულ ხალხს, რომლებიც სპეც დანიშნულების რაზმს საქართველოს ჰიმნითა და ტაშით დახვდნენ, ხელკეტებით დაუპირისპირდნენ და შენობაში გაუშვეს გაზი, რაც საერთაშორისო კონვენციის პირდაპირი დარღვევაა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისი ყველა მხრიდან იყო ოკუპირებული- ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერის დასაკავებლად რამდენიმე დანაყოფი გამოიყვანა.

სპეცდანიშნულების ალყაში მოქცეული შენობიდან მელიას მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს - ისინი კი ვინც ოლიგარქის მორჩილ ძალოვნებს წინააღმდეგობა გაუწია ასევე დაკავებულია.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი