
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ქართული ოცნება ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულა. გიორგი მარგველაშვილი იყო ქართული ოცნებიდან წასული ის პირველი მაღალჩინოსანი, რომელმაც მმართველი პარტია დიქტატურაში ამხილა.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა ყოფილი პრემიერის შეფასებაც.ოცნების ყოფილმა ლიდერმა ხელისუფლება მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების გამო მკაცრად გააკრიტიკა.
ნაციონალური მოძრაობის ოფისზე მიტანილი შტურმი საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმაც დაგმო. მიხეილ ჯანელიძე შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავს.
ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკა გახარიას ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმაც დაგმო. ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ განხორციელებული დევნა, რომელსაც ქართული ოცნება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით ხსნის, ქვეყნისთვის დამღუპველია.
ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკამ იუსტიციის ყოფილი მინისტრი და კულტურის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე გააღიზიანა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლოც და პროკურატურაც პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელია, შოთაძის უწყებამ სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.