
ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას, დაპატიმრების შემდეგ პარლამენტთან პროტესტი არ წყდება - საკანონმდებლო ორგანოს წინ ამ დროისთვის ორი კარავია გაშლილი.
მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი აქცია დასრულდა, ადგილზე მაინც რჩება პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მცირე ჯგუფი. მათ უკვე დააანონსეს პროტესტის პერმანენტული ფორმა - ყოველ ღამე მორიგეობა.
"ამ ბრიყვებს ჰგონიათ, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინეს, როცა 1 ადამიანის დასაჭერად 2 000 კაცი მოვიდა. შედეგი კატასტროფულია. ასეთი კრიტიკა დამოუკიდებლობის დღიდან არც ერთხელ არ მიუღია ჩვენს ქვეყანას", - ამბობს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს ოპოზიციამ მსვლელობა დააანონსა.
ავტორი: დეა მამისეიშვილი