
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საუბარი ძირითადად შეეხებოდა ნიკა მელიას დაკავებას და "ენმ"-ის ოფისზე შტურმს.
"საუბარი იყო ნიკა მელიას დაკავებაზე და მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შტურმზე....
ვისაუბრეთ, თუ როგორი შეიძლება იყოს კრიზისის განმუხტვის მთავარი პლატფორმა და ეს პლატფორმა იქნება აუცილებლად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იყო ნიკა მელიას დაკავება", - ამბობს ხატია დეკანოიძე
ცნობისთვის, ოპოზიციისა და ელჩების შორის შეხვედრა გაიმართა. დღეს დილით განივთარებული პროცესების შემდეგ, ეს აუდიენცია საგანგებო რეჟიმში, მოულოდნელად ჩაინიშნა.