ქართულმა ოცნებამ საკუთარი პატრონის პატივმოყვარეობა სრულად დააკმაყოფილა - ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერი ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულზე დააპატიმრა. ეს დღე 23 თებერვალია - საბჭოთა ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს საბჭოთა არმიის დღე.
ამ სადამსჯელო სპეცოპერაციით ქართული ოცნების გავრილოვებმა კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა სცადეს ქვეყნის რუსეთის იმპერიის ორბიტაზე დასაბრუნებლად და კრემლში საქართველოს ხელისუფლების ეს მცდელობა დაუფარავად მოიწონეს.