ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან ქართული ოცნებისთვის - იან კელი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ბევრი მეგობრის მსგავსად ჩვენ შეგვაწუხა იმ მოვლენებმა რაც ვნახეთ - თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში კიდევ ერთხელ, ამჯერად მთავარ არხის ეთერში "ღამის მთავარში" საუბრისას ეხმაურება:

ხელისუფლებამ გადაკვეთა ხაზი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია და ეს არ არის უბრალოდ ის, რომ ვინ ვის მხარეზეა. მთავარია დავრწმუნდეთ, რომ ხელისუფლებამ არჩევანი უნდა გააკეთოს ძალადობასა და დემოკრატიას შორის - ამბობს იან კელი.

დიპლომატი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს დრო არ შეიყვანოს მდგომარეობა ჩიხში და ეს გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაა:

დასავლეთს აქვს გარკვეული ბერკეტები, განსაკუთრებით აშშ-ს. აშშ აფასებს საქართველოს როგორც პარტნიორს, დემოკრატიისა და პლურალიზმის მოდელს, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის ამ ფასეულობების უკუგდება.

მე ვიტყოდი იმას, რომ ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან ქართული ოცნებისთვის მოახდინოს დეესკალაცია და გაათავისუფლოს ბატონი მელია და მოუწოდოს ოპოზიციას დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

მე მთავრობაში აღარა ვარ მაგრამ ახლო კონტაქტები მაქვს ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ჩვენ დავაკვირდებით მთავრობა რა ნაბიჯებს გადადგამს და ეს ნაბიჯები უნდა იყოს მიმართული დიალოგისკენ რაც გულისხმობს ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" ამბობს იან კელი.

რაც შეეხება მოსალოდნელ და შესაძლო სანქციებს, იან კელი ამბობს, რომ მმართველმა გუნდა უნდა ანახოს დასავლეთს რამდენად სერიოზულად ეკიდება ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას, რადგან ერთპარტიული მმართველობა ამ ყველაფერთან შეუთავსებელია:

თუ ისინი წავლენ დაპირისპირების გზით, შევეცდებით რაღაც ფასი გადავახდევინოთ ამ გადაწყვეტილებისთვის - ამბობს იან კელი.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას ბაიდენის ადმინისტრაცია მოვლენებზე დაკვირვების შედეგად მიიღებს.

იან კელი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც ამ დრომდე ქუჩის აქციებით აპროტესტებენ ივანიშვილის მიერ, სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცებას და უსამართლობას აპროტესტებენ:

ჩემი გზავნილი არის ასეთი, იყავით ძლიერები, თუ შეგიძლიათ რომ დადგეთ იმ ფასეულობების დასაცავად, რომელიც დასავლეთში ძვირფასია, თქვენ გექნებათ მხარდაჭერა დასავლეთისგან. 

ჩემთვის მტკივნეულია როცა აბოვბთ, რომ მხოლოდ ერთი გზაა თქვენი ხმა მიაწვდინოთ მთავრობას. ეს ძალიან საშიში სიტუაციაა" ამბობს იან კელი "ღამის მთავარში" ინტერვიუს დროს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი