რას გადავწყვეტთ, ნიკა მელიასთან კონსულტაციის შემდეგ გამოჩნდება - ადვოკატი სამართლებრივ ნაბიჯებზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ის ლიდერს ნიკა მელიას დღეს ადვოკატები რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულებენ და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ის სამართლებრივი ნაბიჯი, რასაც ნიკა მელიას უფლებადამცველები გადადგამენ.

ამ დღეებში ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გახდება ცნობილი.

"დღეს შევხვდებით უშოალოდ ნიკა მელიას და მივიღებთ გადაწყვეტილებებს ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სააპელაციოს, მას 72 საათიანი ვადა აქვს და უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული ნიკა მელიას საკითხზე, იყო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური, - აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

მისივე თქმით, ნიკა მელია თავს კარგად და მხნედ გრძნობს.

შეგახსენებთ, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც იყვნენ შეკრებილი, 23 თებერვალს, დილით აიყვანეს. ოფისში შეკრებილი მელია და მისი მხარდაჭერები პოლიციამ ჯერ რუპორით გააფრთხილა, ნახევარსაათიანი ვადა მისცა ჩაკეტილი კარების გასაღებად და შემდეგ სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო.

გამოყენებული იყო სპეცტექნიკა, ოფისის უკანა ეზოდან, სხვენზე მოსახვედრად, პოლიციამ კოშკურა-სპეცამწეც გამოიყენა. ნიკა მელია დააპატიმრეს, შენობის შტურმის დროს სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

ნიკა მელიას მოწოდების თანახმად, პარტიის ოფიში შეკრებილებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. შტურმის დროს ცრემლსადენი გაზისგან რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი