გაწერილი გრაფიკით ღამისთევა რუსთაველზე და ოპოზიციის გეგმები ნიკა მელიას მხარდასაჭერად

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა, ვინც ნიკა მელიას დასაცავად, მისი დაკავების დროს ენმ-ის ოფისში იმყოფებოდა, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალა. 

ღამისთევა კარვებში პოლიტიკოსებმა წინასწარ გაწერილი გრაფიკით დაიწყეს, 23 თებერვალს იქ გიგი უგულავა იმყოფებოდა. 

შეგახსენებთ, აქტივისტები ნიკა მელიას მელიას მხარდასაჭერად დღეს რუსთავისკენ მანქანებით მსვლელობას მოაწყობენ და მე-12 დაწესებულებასთან სოლიდარობის აქციას გამართავენ. პარასკევს 26 თებერვალს კი ოპოზიცია  საპროტესტო მსვლელობას გეგმავს, რომელიც ფილარმონიიდან დღის პირველ საათზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი