აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ნიკა მელიასა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას ეხმაურებიან. ისინი მანიფესტს აქვეყნებენ და წერენ, რომ გმობენ ხელისუფლების მზარს სიხისტეს პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
"აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. შექმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია. დღეს, ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო. ნათელია, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების ასეთი ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის", - წერია მანისფესტის ტექსტში.
პროფესორ-მასწავლებლები წერენ, რომ ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება, შეასუსტებს მსოფლიოს თანამეგობრობის მხარდაჭერას, რაც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე, პირისპირ შეგვატოვებს ოკუპანტ ძალას.
ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას:
მანიფესტს ხელს 41 პროფესორ-მასწავლებელი აწერს.