ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. "ტოიოტას" მარკის ავტომობილი სამარშუტო ტაქსს დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა, ცუდი ამინდის გამო ავტომობილი ვერ შენიშნა და დაეჯახა.
ავტომობილის მძღოლი 25 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. სამარშუტო ტაქსში მყოფი ორი ადამიანი კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, დაწყებულია გამოძიება.