ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეულ პროტესტს ისევ განაგრძობენ და ამჯერად რუსთავისკენ მიემართებიან საავტომობილო კოლონებით იმ ადგილისკენ, სადაც ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გამოკეტა. 26 თებერვალს თბილისში მასშტაბური მსვლელობაა დაგეგმილი.
პროტესტის მონაწილეები 2 საათზე შეიკრიბებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე და დაიწყება საავტომობილო მსვლელობა, რომლის დანიშნულებაც ის ციხეა, სადაც ნიკა მელია იმყიფება.
აქტივისტების მიხედვით, საკანონმდებლოსთან არსებულ ორ კარავს კიდევ რამდენი დაემატება. ზუგდიდან კიდევ ერთი კარავი გადმოინაცვლებს დედაქალაქში.
დღეიდან საქართველოს სხვადასხვა კითხეში არსებული კარვები (რომლებიც გავშალეთ და ვაპროტესტებდით არსებულ სიტუაციას), ნელნელა ჩამოვა აქ. პირველ დღეს იქნება ზუგდიდის კარავი, შემდეგ თელავი, შემდეგ ქუთაისი და ეს სივრცე გადაიქცევა ყველას პროტესტად. ბრძოლა იქნება მანამ სანამ "ქართული ოცნების" გარუსების 9-წლიანი პოლიტიკა არ დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია უკანონოდ დააპატიმრეს, მოქალაქეების ნაწილმა დიქტატურა რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლით გააპროტესტეს.
ავტორი: დეა მამისეიშვილი
ამავე თემაზე:
თბილისიდან რუსთავამდე ნიკა მელიას მხარდასაჭერად - ავტომსვლელობა ნაშუადღევს დაიწყება