ოპოზიციამ მოიძიოს საკუთარ თავში დიალოგისთვის საჭირო რესურსი - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს და მოიძიოს საკუთარ თავში ის რესურსი, რაც დიალოგისთვისაა საჭირო. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია არა დათანხმება, დაყოლიება ან სხვა, არამედ შეთანხმება.

"რესურსი ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არის და ღიათ ვართ, ჩვენმა ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რამდენად ფიქრობენ ისინი მომავალზე, რამდენად ფიქრობენ იმაზე რაც გვაერთიანებს, რამდენად ფიქრობენ იმაზე რომ დესტაბილიზაცია ამ ქვეყანაში აწყობს მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას, ეს არის რუსეთი. ამიტომ დაუფიქრდნენ ამ საკითს და მოიძიონ საკუთარ თავში ის რესურსი, რომელიც საჭიროა დიალოგისთვის. 

აქ მნიშვნელოვანია არა დიალოგი და მოლაპარაკება, როგორც ასეთი, არამედ  შეთანხმება, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება სწორედ აქეთკენ იყო მოწოდებული", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიტორიკა დღის ბოლოს შეცვალა და განაცხადა, რომ "ყველა ჯანსაღად მოაზროვე ოპოზიციურ ძალას" პარლამენტში შესვლას სთავაზობს. მისი განცხადებით, "კანონის აღსრულების" შემდეგ ნამდვილი დიალოგის გახსნა სურს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი